Belive

იტალიურ პრესაში იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სახელდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის ხელმძღვანელობას აუცილებელი ტრანსფერების შესახებ აუწყა. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მაურო იკარდით (პსჟ), დუშან ვლაჰოვიჩით (ფიორენტინა), მირალემ პიანიჩით (ბარსელონა), პოლ პოგბათი (მანჩესტერ იუნაიტედი) და მანუელ ლოკატელით (სასუოლო) ინტერესდება. იტალიურ პრესაში იწერება, რომ ალეგრისთვის ,,იუვენტუსის'' ამჟამინდელ შემადგენლობაში ხელშეუხებელი ორი ფეხბურთელია - ,,ბებერი ქალბატონები'' ფედერიკო კიეზასა და ხუან კუადრადოს არცერთ შემთხვევაში არ შეელევიან. ,,იუვენტუსს'' გასულ სეზონში ანდრეა პირლო წვრთნიდა. რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები