Belive

ანჩელოტი: ,,რეალში ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვითხოვთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რეალ მადრიდის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის სათამაშო სტილზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა, ასევე, ,,სამეფო კლუბთან'' ერთად 2014 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა:
,,ამ გუნდში ჩვენ ვითხოვთ შემტევ, მომხიბვლელ, ხარისხიან და ინტენსიურ ფეხბურთს. სათამაშო სტილი ასეთია, არაფერი შეცვლილა. ,,დესიმა'' მახსოვს როგორც უდიდესი წარმატება, რადგან ის სეზონი ძალიან კარგი იყო. ჩვენ კარგად ვითაშეთ ყველა მატჩში და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. შესანიშნავად მახსენდება საღამო სიბელესის მოედანზე, ეს საოცრად სასიამოვნო იყო,'' - ანჩელოტის სიტყვებს ,,რეალის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ანჩელოტი ,,რეალს'' 2013-2015 წლებში წვრთნიდა. სპეციალისტი ,,სამეფო გუნდში'' პირველ ივნისს დაბრუნდა. იტალიელმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები