Belive

ბელგიის ნაკრების მწვრთნელი: ,,ლუკაკუ ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორიც 3 წლის წინ იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ხორვატიის ნაკრებთან მატჩის წინ, რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა:
,,ლუკაკუ ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორიც სამი წლის წინ იყო. მის წინააღმდეგ თამაში უფრო რთული გახდა. ახლა მას შეუძლია, თანაგუნდელებს მოედანზე უფრო დიდი სივრცეები შეუქმნას, ჩვენ კი ნაკრებში ამის გამოყენება მაქსიმალურად გვჭირდება,'' - მარტინესის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ლუკაკუმ გასულ სეზონში ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში რუსეთის, დანიისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები