Belive

12 აპრილს დინამო კიევი საქველმოქმედო მატჩს გამართავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მორიგი რაუნდის დაწყების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატის განახლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.  საშინელი მოვლენების ფონზე, უკრაინული გუნდები მაინც ცდილობენ ფეხბურთელებს ხელი შეუწყონ. კერძოდ, "კიევის დინამომ" თავისი სპორტული შტაბი რუმინეთში გადაიტანა, სადაც კიეველები საქველმოქმედო ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. ამ თამაშების ლოზუნგი ასეთია: "მატჩი მშვიდობისთვის! შეაჩერე ომი!" "თეთრ-ლურჯები" პირველად პოლონეთის მრავალგზის ჩემპიონთან - ვარშავის "ლეგიასთან" ითამაშებენ. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მატჩი სამშაბათს, 12 აპრილს, ვარშავაში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის პოლონეთის არმიის სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები