Belive

12 გამორჩეული მეტსახელი ფეხბურთის ისტორიაში

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ზედმეტსახელების შერქმევა ფეხბურთელებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არაა. ზოგადად სპორტსმენები თიკუნებს მათი განსაკუთრებული უნარების, გამორჩეული გარეგნობის, წარმომავლობისა და კიდევ უამრავი მიზეზის გამო იღებენ. ზოგჯერ ფეხბურთელები საკუთარი მეტსახელებით უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე ნამდვილი სახელითა და გვარით. მეტსახელით მოთამაშე არაერთი ვარსკვლავი გვინახავს, რომელსაც გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საფეხბურთო საღამოები უჩუქებია. აქ შეგიძლიათ იხილოთ 12 გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც დღესაც მეტსახელებით მოვიხსენიებთ.

12. რობერტო ბაჯო- The Divine Ponytail (ღვთაებრივი ცხენის კუდი)

დიდებული იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც გულშემატკივარს თავი, გარდა მისი თამაშისა, ექსტრავაგანტული ვარცხნილობითაც დაამახსოვრა. სწორედ თმის სტილის გამო შეარქვეს იტალიელს ეს მეტსახელი.

bajo

11. ფერნანდო ტორესი- El Nino (ბიჭუნა, ბავშვი)

ესპანელის მეტსახელი საერთოდ არ არის ისეთივე მჭექარე, როგორიც მისი კარიერა იყო. "El Nino" ითარგმნება, როგორც "ბავშვი" და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თავდამსხმელმა მადრიდის "ატლეტიკოში" მხოლოდ 16 წლის ასაკში დაიწყო თამაში.19 წლის ფერნანდო უკვე კაპიტანი იყო და 20 წლის ასაკში პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდიც გახდა.

10. პაოლო დიბალა- La Joya (სამკაული)

დიბალა მუდამ კარგ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა, ყოველთვის არ ბრჭყინავდა ისე, როგორც ძვირიან სამკაულს შეეფერება. მაგრამ, სწორედ ესაა ის, რაც პაოლოს განსაკუთრებულს ხდის.

9. ანდონი გოიკოეჩეა- The Butcher of Bilbao (ბილბაოს ყასაბი)

მან ეს სახელი ჯერ კიდევ 80-იან წლებში მიიღო. გოიკოეჩეა გამოირჩეოდა დაუნდობელი ხახიათით და განსაკუთრებული სისასტიკით. ანდონი ყველა მომენტში ცივსისხლიანად თამაშობდა და არ აინტერესებდა თუ ვინ იდგა მის წინააღმდეგ. მისი კარიერის ყველაზე ცნობილი მომენტი 1983 წელს მოხდა, როცა მისმა აგრესიულმა ვარდნამ არგენტინელ ლეგენდას დიეგო მარდონდას კოჭი მოტეხა.

8. ედისონ კავანი- El Matador

კავანიმ მეტსახელი "ნაპოლიში" თამაშის პერიოდში მიიღო, რითაც შესანიშნავი შემსრულებლის რეპუტაცია მიიღო. "მანჩესტერში" გადასვლის შემდეგ, ურუგვაელის მეტსახელზე "წითელმა ეშმაკებმა" საოცარი შეძახილი შექმნეს.

7. კრიშტიანუ რონალდუ- CR7

ეს ის მომენტია, როცა რთული გამოსაცნობი არაა რატომ შეარქვეს ფეხბურთელს ეს მეტსახელი. მიუხედავად იმისა, რომ შემზარავად ან შიშისმომგვრელად საერთოდ არ ჟღეს ეს სახელი, მაინც ყველაზე გავლენიანია ჩამოთვლილთა შორის. რონალდუმ ამ მეტსახელის წყალობით შექმნა მსოფლიო ბრენდი და ფეხბურთელების მთელი თაობა შთააგონა, რომ მის ნაკვალევზე ევლოთ.

6. გერდ მიულერი- Der Bomber (ბომბდამშენი)

დასავლეთ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 62 მატჩში 62 გატანილი გოლი. ნამდვილად შეეფერება მეტსახელი არა?! გერდი ცნობილი იყო მისი დარტყმის სიძლიერით და მეტსახელიც სწორედ აქედან მოდის. მიულერს დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდი, სანამ მას პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი არ მოხსნიდა.

5. ლევ იაშინი- The Black Spider (შავი ობობა)

სამწუხაროა, რომ ჩვენს უმრავლესობას არ გვქონია მისი დიდებული თამაშების ხილვის საშუალება. ბევრი რუს მეკარეს დღესაც საუკეთესოდ თვლის. "შავი ობობა", ეს მეტსახელი იაშინმა მისი ფორმის შეფერილობისა და არაამქვეყნიური რეფლექსების გამო მიიღო. ლევმა მთელი მისი კარიერა მოსკოვის "დინამოში" გაატარა.

4. ერიკ კანტონა- მეფე

მარტივი და ეფექტური. ამ მეტსახელის მოსაპოვებლად ერიკის მსგავსი სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა მოედანზე საჭირო. "იუნაიტედის" ფანებისთვის მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო. კანტონა იყო, არის და იქნება "მანჩესტერის" მეფე.

3. ფრანც ბეკენბაუერი- Der Kaiser (იმპერატორი)

ბეკენბაუერი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მცველად. ნამდვილი ლეგენდა გერმანული ფეხბურთისა, რომლის მაგალითზე დღესაც იზრდებიან ახალგაზრდა მოთამაშეები.

2. ადრიანო- L’Imperatore (იმპერატორი)

ბრაზილიელ ფორვარდს ბევრი კიჭას მემკვიდრედ მიიჩნევდა და ნამდვილად შეეძლო იგივე სიმაღლეების მიღწევა. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელმა ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. სამწუხაროდ, მწვერვალზე ასვლაში ადრიანოს, ტრავმებმა და მისმა ხასიათმა შეუშალა ხელი.

1. რონალდო- ფენომენო 

წარმოიდგინეთ რა რთულია გაუთავაბელი ტრავმებისა და სამწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდე იმ სათამაშო კონდიციას, რომელშიც აქამდე იყავი. ბრაზილიელმა რანალდომ ეს შეძლო და სწორედ ამიტომ დაიმსახურა მეტსახელი "ფენომენო". ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი დაბრკოლების გავლა, ბრაზილიელს ყველა წეტილიდან შეეძლო გოლის გატანა. მისი მსგავსი განსაკუთრებული უნარების მქონე ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა ასეთ მეტსახელს.

სხვა სტატიები