Belive

12 ფეხბურთელი, რომლებსაც მესისთან და რონალდუსთან ერთად უთამაშიათ

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიოში ვერავინ თანხმდება თუ რომელია საუკეთესო, მესი თუ რონალდუ. არსებობს 12 ფეხბურთელი, რომლებსაც ორივე მათგანთან უთამაშია და მათი შედარებაც გაუკეთებია. ანხელ დი მარია - "ლეო საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია. ზოგადად რთულია კრიშტიანუს და მესის შედარება, მაგრამ შანსი რომ მქონდეს, ჩემს გუნდში არგენტინელს მოვიყვანდი." -"როდესაც დავბერდები, აუცილებლად მოვუყვები ჩემს შვილებს, რომ ერთ დროს მე ლიონელ მესისთან ერთად ვთამაშობდი."
1
გაბრიელ ჰაინცე - "შანსი რომ მქონდეს ერთ ფეხბურთელთან თამაშის, მე ყოველთვის რონალდუს ავირჩევ. მსოფლიოში  არ არსებობს მასზე უკეთესი შესაძლებლობების ფეხბურთელი." გონსალო იგუაინი - "მე და რონალდუ "რეალში" ერთად შესანიშნავ დუეტს ვქმნიდით. მასთან ერთად თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მიხარია, რომ ახლაც, ტურინში ერთად ვართ. ყველა თავდამსხმელისთვის მესისთან ერთად თამაში უდიდესი პრივილეგიაა და მოხარული ვარ, რომ ლიონელთან ერთადაც მიწევს ხოლმე თამაში. რთულია არჩევანის გაკეთება, ორივე მათგანი საუკეთესოა."
პაოლო დიბალა - "ორივე ფეხბურთელი თანაბარ დონეზე არიან და მათზე მაღლა არავინ არის. ეს უკვე მრავალი წელია გრძელდება." დეკუ - "ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი ფეხბურთელი ამდენი წლის განმავლობაში ასეთ დონეზე ითამაშებდნენ. მესიც და კრიშტიანუც საუკეთესონი არიან, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიაომოვნო რონალდინიოსთან ერთად თამაში იყო."
ფერნანდო გაგო - "კრიშტიანუ ჩემთვის საუკეთესო არ არის. უპირატესობას მესის ვანიჭებ. მისი ბურთის კონტროლი, მანევრირება და სტილი საოცარია. ის არის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ვინც კი ოდესმე მინახავს." ეზეკილ გარაი - "როდესაც ვინმე მეკითხება, თუ რომელია საუკეთესო, ყოველთვის ვპასუხობ მესის. პირველად ლიონელთან ერთად არგენტინის 15 წლამდელთა ნაკრებში ვითამაშე და იმ დღიდან მოყოლებული ყოველთვის მაოცებს."
ანდრე გომეში - "რონალდუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ის ყველა ფეხბურთელისთვის სამაგალითოა. რაც შეეხება მესის, ყველამ კარგად იცის, რომ ის ძალიან კარგია. ლიონელი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი გამეორებაც შეუძლებელია." ჰენრიკ ლარსონი - "რონალდუ კარგი მოთამაშეა, მაგრამ მესი უკეთესია. ლიონელი ამ სამყაროდან არ არის. მისი შესაძლებლობები ყველანაირ ზღვარს აღემატება."
ჟერარდ პიკე - "კრიშტიანუ საუკეთესო მანქანაა. მისი შრომა მართლაც მისაბაძია, მაგრამ მე ყოველთვის მესის ავირჩევ. ის ადამიანი არ არის. მისი ტალანტი გამორჩეულია. ადამიანებში კი საუკეთესო ნამდვილად კრიშტიანუა. ლიონელი სხვა გალაქტიკიდანაა." ნელსონ სემედუ - "მადრიდის "რეალს" ნამდვილად შეეტყო კრიშტიანუს წასვლა. რონალდუ ისეთი ფეხბურთელია, რომ ყოველთვის უნდა გაუფრთხილდე და ის წარმატებას მოგიტანს. რაც შეეხება მესი, მასთან ერთად თამაში უდიდესი პრივილეგიაა. ყოველთვის, როდესაც არგენტინელს ვუყურებ, მიჩნდება შეგრძნება, რომ ამ პლანეტიდან არ არის."
კარლოს ტევესი - "კრიშტიანუ ვარჯიშის შემდეგ, ყოველთვის რჩებოდა სავარჯიშო დარბაზში და ყველაზე მეტს შრომობდა. ის დაავადებულია იმ ფიქრით რომ იყოს საუკეთესო. მესი კი სულ სხვა სპორტს თამაშობს, მისთვის ერთ მატჩში სამი გოლის გატანა ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ."

სხვა სტატიები