Belive

პრემიერ ლიგის 12 ფეხბურთელი, რომლებმაც "თვის საუკეთესო მოთამაშის" წოდება პირველივე თვეში მიიღეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიდმინარე წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. დიდი ალბათობით პორტუგალიელი, "ეშმაკების", ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია. "სპორტინგის" ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავ ფეხბურთს გვთავაზობს და გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ბრუნოს კარგი თამაში დაუფასდა და გადმოსვლიდან ერთ თვეში, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი რამ ისტორიაში აქამდე 11-ჯერ მოხდა. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც, გადმოსვლიდან ერთ თვეში, თვის საუკეთესონი გახდნენ.
ბრუნო ფერნანდეში - ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 2020 წლის თებერვალი ტიმუ პუკი - ("ნორვიჩ სიტი")  - 2019 წლის აგვისტო ენტონი მარსიალი - ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 2015 წლის სექტემბერი ანდრე აიეუ - ("სუონსი") - 2015 წლის აგვისტო დიეგო კოშტა - ("ჩელსი") - 2014 წლის აგვისტო
Capture
სტივენ ფლეტჩერი - ("სანდერლენდი") - 2012 წლის სექტემბერი დარენ ბენტი - ("ჩარლტონი") - 2005 წლის აგვისტო ტედი შერინგემი - ("პორტსმუტი") - 2003 წლის აგვისტო რობი კინი - ("ქოვენთრი სიტი") - 1999 წლის აგვისტო პატრიკ ბერგერი - ("ლივერპული") - 1996 წლის სექტემბერი დავიდ ჯინოლა - ("ნიუკასლი") - 1995 წლის აგვისტო იურგენ კლინსმანი - ("ტოტენჰემი") - 1994 წლის აგვისტო

სხვა სტატიები