Belive

12-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა: სოსო ფრუიძემ საჩხერის ჩიხურა დატოვა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო წლებში, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბი საჩხერის "ჩიხურაა". წლების განმავლობაში, იმერული კლუბი სტაბილურად ახერხებს ევროსარბიელზე გამოსვლას და საპრიზო ადგილების მოპოვებას. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი გუნდის მთავარ მწვრთნელი სოსო ფრუიძეს მიუძღვოდა, რომელმაც 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ინფორმაციას "ჩიხურას" ოფიციალური გვერდი ადასტურებს, სადაც წერია, რომ 62 წლის სპეციალისტმა კლუბი საკუთარი გადაწყვეტილებით, კარიერაში პაუზის მიზნით აიღო. რაც შეეხება ფრუიძის შემცვლელს, ამერიდან "ჩიხურას"  ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი - ვლადიმერ ზაბახიძე იქნება. თურმანიძემ რამდენიმე დღის წინ PRO-ლიცენზია მოიპოვა.

სხვა სტატიები