Belive

კანტე: ,,არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ყველაზე კეთილი და საყვარელი ვარ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ, საკუთარ ხასიათზე ისაუბრა:
,,მართალია, რომ ჩემი ხასიათი ხანდახან ზედმეტად მშვენიერია, მაგრამ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ყველაზე კეთილი და საყვარელი ვარ. ვფიქრობ, ზოგჯერ ეს ყველაფერი გადამეტებულია, ამის აუცილებლობა კი არ არსებობს. დიახ, ვცდილობ, რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს თანაგუნდელებთან, ხალხთან, რომლებსაც ქუჩაში ვხვდები, მაგრამ ფეხბურთში, ჩემნაირი ადამიანები კიდევ არიან. ამ ყველაფრის გაზვიადება საჭირო არ არის,'' - კანტეს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
კანტემ გასულ სეზონში ლონდონის ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნახევარმცველმა ,,არისტოკრატებთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები