Belive

ვენტურა: ,,ვფიქრობ, იტალია ევრო 2020-ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯამპიერო ვენტურნამ, ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას'' შანსები შეაფასა:
,,მანჩინიმ შესანიშნავად იმუშავა. ახლა მას ტორტზე მხოლოდ ალუბალი აკლია. იტალია ფეხზე დადგომას მხოლოდ მაშინ შეძლებდა თუ ფსკერამდე დაეშვებოდა, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა. მანჩინი ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობისთვის შექებას იმსახურებს. ვფიქრობ, იტალია ევრო 2020-ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდება. ფავორიტად საფრანგეთი რჩება, მაგრამ ,,სკუადრა აძურა'' მთავარ მოქმედ პირებს შორისაა,'' - ვენტურას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში თურქეთს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. რობერტო მანჩინის გუნდის ჯგუფში თურქეთის გარდა, შვეიცარია და უელსი ასპარეზობენ.

სხვა სტატიები