Belive

ხაბიბმა ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტები დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ბელგიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები არიან:

,,როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი? ჩემი აზრით, ინგლისი ან ბელგია,'' - დაწერა ხაბიბმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ბელგიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში რუსეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად იასპარეზებს. ინგლისის ჯგუფში კი ხორვატია, შოტლანდია და ჩეხეთი არიან.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov)

სხვა სტატიები