Belive

ლუკაკუ: ,,თამაშის წინ ბევრი ვიტირე, მოგება მახარებს, მაგრამ მხოლოდ ერიქსენზე ვფიქრობ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, რუსეთთან მოგების შემდეგ, კრისტიან ერიქსენზე საუბრისას, ემოციები ვერ დამალა:
,,თამაშის წინ ბევრი ვიტირე. კონცენტრაცია ძალიან რთული იყო. სხვა ფეხბურთელებიც შოკირებულები იყვნენ. ერიქსენთან დაკავშირებას ვაპირებ, წავიკითხე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედი მაქვს, რომ მალე ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობ,'' - განაცხადა ლუკაკუმ.
ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 3:0 დაამარცხა. მატჩში ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა. დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა სტატიები