Belive

,,არ ვიცი, ისევ ითამაშებს თუ არა'' - ერიქსენის ყოფილი ექიმი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, ფინეთთან მატჩში გულის გაჩერების შემდეგ, შესაძლოა, ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს. ამის შესახებ Sky News-თან საუბრისას სენტ ჯონსის უნივერსიტეტის სპორტული კარდიოლოგიის პროფესორმა, სანჯაი შარმამ განაცხადა, რომელიც ,,ტოტენჰემში'' ყოფნისას ერიქსენთან ერთად მუშაობდა.
,,ფაქტია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა - რატომ მოხდა ეს? ამ ბიჭს 2019 წლამდე ნორმალური ტესტები ჰქონდა, არანაირი გართულება არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც მასთან კონტრაქტი გაფორმდა, მისი გამოკვლევა ჩემი სამუშაო იყო და ყოველწლიურად ვამოწმებდით. კარგი სიახლე არის ის, რომ ერიქსენი იცოცხლებს. შეძლებს თუ არა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს? ამის თქმა არ შემიძლია. დიდ ბრიტანეთში არ ვათამაშებდით, ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებოდით. ზედმეტი უხეშობის გარეშე, დღეს კრისტიანი გარდაიცვალა, რამდენიმე წუთით, მაგრამ გარდაიცვალა და მისცემენ ექიმები მას სიკვდილის უფლებას კიდევ ერთხელ? პასუხი არის არა,'' - განაცხადა შარმამ.
დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  

სხვა სტატიები