Belive

სანტუში: ,,გერმანიის ნაკრების საერთოდ არ მეშინია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, გერმანიასთან მატჩის წინ, განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მისი გუნდი უფრო დაფასებული გახდა:
,,გერმანიის ნაკრების საერთოდ არ მეშინია. ვფიქრობ, ორივე ნაკრები ერთმანეთს პატივს ცემს და საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტოს. თუმცა, არ არის სწორი იმაზე ფიქრი, რომ პორტუგალია გერმანიასთან გასვლით შეხვედრაში ფავორიტია. ასეთი დამოკიდებულებით ჩემი ფეხბურთელები ფრესაც ვერ ითამაშებენ. პორტუგალია ბოლო დროს გახდა ნაკრები, რომელსაც ყველა აფასებს. ჩვენ ყოველთვის ძლიერ გუნდად ვითვლებოდით, მაგრამ იყო 4-5 ევროპული ნაკრები, რომელიც პორტუგალიასა და პორტუგალიელ ფეხბურთელებს ანგარიშგასაწევ ძალად თვლიდა, თუმცა მათ გულის სიღრმეში სჯეროდათ, რომ უფრო ძლიერები იყვნენ და გამარჯვებაც შეეძლოთ. ვფიქრობ, ახლა მსოფლიოში არავინ არ ფიქრობს, რომ ჩვენ წინააღმდეგ თამაში იოლია,'' - სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრა გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები