Belive

გოსენსი: ,,ამჯერად რონალდუსთვის მაისური არ მითხოვია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ატალანტას'' მცველმა, რობინ გოსენსმა, პორტუგალიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა. 26 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამჯერად კრიშტიანუ რონალდუსთვის მაისური არ უთხოვია. გერმანელმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ, კრიშტიანუს მაისურების გაცვლა სთხოვა, თუმცა მისგან პასუხად უარი მიიღო - ,,მთლიანად გავწითლდი და შემრცხვა... წავედი და თავი დამცირებულად ვიგრძენი,''
,,არც კი ვიცი, რითი დავიწყო. ცხადია, ეს ჩემთვის დაუვიწყარი საღამოა. ჩვენ მოვუგეთ ძალიან ძლიერ გუნდს, მე კი ამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც მივითვალე. ბედნიერი და ამაყი ვარ. ვიცოდით, რომ მოგება აუცილებელი იყო, რადგან პორტუგალიასთან წაგება ფლეიოფში გასვლის ძალიან მცირე შანსებს დაგვიტოვებდა. რაც შეეხება რონალდუს, ამჯერად მისთვის მაისური არ მითხოვია, რადგან მინდოდა მოგებითა და მშვენიერი საღამოთი დავმტკბარიყავი,'' - განაცხადა გოსენსმა.
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში გერმანიამ პორტუგალიას 4:2 მოუგო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რობინ გოსენსი დასახელდა.

სხვა სტატიები