Belive

გრიზმანი უნგრეთთან მატჩზე: ,,სავსე სტადიონზე თამაში დაგვავიწყდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, უნგრეთთან გამართული მატჩი შეაფასა:
,,რთული მატჩი გამოვიდა. ჩვენ სავსე სტადიონზე თამაში დაგვავიწყდა, სულ რაღაც არ გამოგვდიოდა... ბალახიც მშრალი და ცხელი იყო, მაგრამ ამის შესახებ შეხვედრამდეც ვიცოდით. ხელსაყრელი მომენტებით ვერ ვისარგებლეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა. ევროპის ჩემპიონატზე ვართ, სადაც შესანიშნავი ნაკრებები ასპარეზობენ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზეც რთული ჯგუფი გვქონდა. პორტუგალიასთან მატჩის წინ უნდა დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ. ჩვენს წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ისევ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გერმანიის წინააღმდეგ,'' - განაცხადა გრიზმანმა.
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის მატჩი უნგრეთსა და საფრანგეთს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები