Belive

მანჩინი: ,,იტალიას გამარჯვება არ სჭირდებოდა, მაგრამ მოგებისთვის მაინც ვიბრძოლეთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, უელსთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,უკეთეს შედეგზე ფიქრიც კი შეუძლებელია. შესაძლოა, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ძალიან ცხელოდა და მოედანზე საკმარისი ბრძოლა იყო. ბიჭებმა კარგად იმუშავეს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა სახე შეინარჩუნოს მაშინაც, როცა 3-4 ფეხბურთელს შევცვლით. ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს და საბოლოო პროდუქტი უცვლელია. ყველა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში შეუძლია თამაში. დღეს გამარჯვება არც კი გვჭირდებოდა, მაგრამ მოგებისთვის მაინც ვიბრძოლეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,'' - მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი იტალიამ 9 ქულით დაასრულა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. მანჩინის გუნდმა სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია.

სხვა სტატიები