Belive

ბონუჩი: ,,ავსტრია ჩვენს წინა სამ მეტოქეზე ძლიერია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ავსტრიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ,,სკუადრა აძურას'' დღევანდელ მეტოქეს გერმანული სტილი აქვს:
,,ავსტრიას დიდ პატივს ვცემთ. მათ აქვთ საკმარისი კლასი იმისთვის, რომ დიდებული მატჩი ჩაატარონ. საკუთარ თავში დარწმუნებულები ჩვენც ვართ, მაგრამ კონცენტრაციის შენარჩუნება აუცილებელია. დეტალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. ავსტრია უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი წინა სამი მოწინააღმდეგე. მათ გერმანული სათამაშო სტილი აქვთ - აგრესიულობა, კონტრშეტევები, მაღალი ტემპი, პრესინგი... არასდროს არ გვითქვამს, რომ ვინმეზე ძლიერები ვართ. გვჯერა იმ გზის, რომელიც მწვრთნელმა აირჩია და ამაზე შედეგებიც მეტყველებს. თუმცა, თუ ბოლომდე არ ვიბრძოლებთ ჩვეულებრივ გუნდად გადავიქცევით. მთავარი გუნდური სულისკვეთებაა,'' - ბონუჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალია ავსტრიას შეხვდება, მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები