Belive

მანჩინი: ,,შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ავსტრიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. სპეციალისტის თქმით, ,,სკუადრა აძურას'' შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს:
,,ყველაფერი კარგადაა, ,,უემბლიზე'' თამაში სასიამოვნოა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც აქ პირველად არიან და მათთვის ამ სტადიონზე ასპარეზობა მშვენიერია. ჩემთვის ,,უემბლი'' მსოფლიოს საუკეთესო სტადიონია. ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ყველა, ვინც ითამაშებს, იმის გაკეთებას გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა. მატჩის დღეს შევაფასებთ მათ მდგომარეობას, ვისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა შემადგენლობა მეტ-ნაკლებად ნათელია. ავსტრია არის გუნდი, რომელიც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, მათ დიდ პატივს ვცემთ. დაიწყო ფლეიოფი სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აქ უნდა დაამტკიცო, რომ უფრო ძლიერი ხარ. თუ მოგება გვინდა, კარგად უნდა ვითამაშოთ. ავსტრიელებს 3-4 ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ, მაგალითად, ალაბა. ასეთ შეხვედრებში ყურადღებით უნდა ვიყოთ,'' - მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალია ავსტრიას შეხვდება, მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები