Belive

ანჩელოტი: ,,დაჩოქება პრობლემას ვერ გადაჭრის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რეალ მადრიდის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდამჭერ აქციაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ფეხბურთელები მატჩის წინ იჩოქებენ:
,,ინგლისში ეს ჩვევად იქცა. ამას წელიწადნახევარი ვაკეთებდით და არანაირი დისკუსია არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ მუხლებზე დადგომა აუცილებელია, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. მთავარი ამოცანა განათლებაზე ზრუნვა და ახალ თაობასთან რასიზმის პრობლემაზე საუბარია, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ვხვდებით,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.
The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დღეს, ავსტრიასთან მერვედფინალური მატჩის წინ, დაჩოქებას არ აპირებენ. უელსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, ,,სკუადრა აძურას'' მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა (პირველ ორ მატჩში – არცერთმა) – ანდრეა ბელოტიმ, ფედერიკო ბერნარდესკიმ, მატეო პესინამ, რაფაელ ტოლოიმ და ემერსონმა დაიჩოქა. თამაშის შემდეგ, იტალიელთა წარმომადგენელმა ახსნა, რომ ადგილი გაურკვევლობას ჰქონდა და ახლა გუნდი საერთო გადაწყვეტილებას მიიღებდა.

სხვა სტატიები