Belive

მიუნხენ 1860-ის ყოფილი მწვრთნელი: ,,კვარაცხელია რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მიუნხენ 1860-ის'' მთავარმა მწვრთნელმა, დენის ბუშუევმა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,წარმომიდგენია თუ არა ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ჩემპიონატში? ბუნებრივია! ის რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია. კვარაცხელიას შეუძლია, ბუნდესლიგის ტოპ ხუთეულის გუნდში ითამაშოს - მას საოცარი ტექნიკა აქვს. გერმანიაში ასეთი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო, ასე რომ, ხვიჩა აქ თამაშს ნანმდვილად შეძლებდა,'' - განაცხადა ბუშუევმა.
კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები