Belive

ეტო'ო: ,,რონალდუსა და მესის შემდეგ ,,ახალი ღმერთი'' ის იქნება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი თავდამსხმელის, სამუელ ეტო'ოს აზრით, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის მომავალში კილიან მბაპე ჩაანაცვლებს:
,,კრიშტიანუ კიდევ ერთი ღმერთია. ის და მესი თანამედროვე ფეხბურთში უმაღლესი კლასით გამოირჩევიან. თუმცა, როცა რონალდუ და მესი ჩვენთვის სიხარულის მონიჭებით დაიღლებიან, ,,სხვა ღმერთი'' მოვა. ეს ,,ახალი ღმერთი'' კილიან მბაპე იქნება. რაც შეეხება მესის კონტრაქტს ,,ბარსელონასთან'', ლეო სხვა გუნდის ფორმაში ვერ წარმომიდგენია. ეს მისი გუნდი, მისი სახლი და სიყვარულია. ვიცი, რომ ლაპორტა მისთვის საინტერესო პროექტს ამზადებს,'' - ეტო'ოს სიტყვეს Goal-ი ციტირებს.
კილიან მბაპემ გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები