Belive

მოსკოვში მატჩის დროს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვში მოყვარულთა ლიგის მატჩის დროს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, მოთამაშეს იგივე რამ დაემართა, რაც კრისტიან ერიქსენს ფინეთთან შეხვედრისას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,ჯერჯერობით ჩვენც დეტალებში ვერკვევით. ეს გუშინ საღამოს მოხდა. ფეხბურთელს დაახლოებით იგივე რამ დაემართა, რაც ერიქსენს. მეტიც, ამ ადამიანმა გონება მატჩის დაწყებისას დაკარგა, შესაბამისად, დაღლილობას ვერ დავაბრალებთ. გარდა ამისა, თამაში საღამოს იყო და უკვე გრილოდა. სიკვდილის მიზეზი არ ვიცით. ეს ადამიანი მატჩის განაცხადში არ ყოფილა და, როგორც ჩანს, სათამაშოდ მეგობარმა მოიწვია. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ექიმებმა მოედანზევე აღმოუჩინეს. ვიმეორებ, ახლა ჩვენც დეტალებს ვიკვლევთ,'' - განაცხადა სამოყვარულო ლიგის პრეზიდენტმა, დმიტრი სმირნოვმა.
გარდაცვლილის მეგობრის თქმით, ფეხბურთელი მატჩის დაწყებიდან 5 წუთში დაეცა, თუმცა მოედანზე სამედიცინო პერსონალი არ ყოფილა, სასწრაფო დახმარების მანქანას კი სტადიონზე მისასვლელად 20 წუთამდე დასჭირდა.

სხვა სტატიები