Belive

რობერტო მარტინესი: ,,ჩემი ფეხბურთელები ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდნენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, იტალაისთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, ღრმა მწუხარება... ჩემი ფეხბურთელები ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდნენ. პირველ ნახევარში იტალიამ მატჩში ჩართვა უკეთ მოახერხა. მათი დასჯა კონტრშეტევებზე შეგვეძლო. მეორე ტაიმში გასათანაბრებლად არაერთი მომენტი შევქმენით, გოლი დიდ მუხტს მოგვცემდა. თუმცა, არავის დადანაშაულება არ შემიძლია. დავრჩები თუ არა ნაკრებში? - ეს ამ მომენტისთვის რთული კითხვაა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ემოციებზე საუბარი არ მსურს. თამაშის შემდეგ ასეთი საკითხების განხილვა ნაადრევია,'' - მარტინესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.

სხვა სტატიები