Belive

ლუის ენრიკე შვეიცარიასთან მოგებაზე: ,,ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შვეიცარიასთან პენალტების სერიაში მოგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ეს იყო ყველაზე მშვიდი პენალტების სერია, რომელიც ოდესმე მინახავს, რადგან ჩვენ კარგად მოვემზადეთ, ვივარჯიშეთ, ახლა კი სამწვრთნელო შტაბთან ერთად არაფრის გაკეთება არ დამჭირდა. პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ 7 თუ 8 გუნდიდან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მოგება შეეძლო. ახლა ჩვენ ოთხეულში შევედით,'' - ლუის ენრიკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალია იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები