Belive

საუთგეიტი: ,,ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან თუ როგორ შეცვალა შევჩენკომ უკრაინის ნაკრები''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა, უკრაინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,უკრაინის ნაკრები კარგი გუნდია. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან თუ როგორ შეცვალა ანდრეი შევჩენკომ ის. შემოდგომაზე მათ ერთა ლიგაზე წარუმატებელი შედეგები ჰქონდათ. თუმცა, მათ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთთან ფრედ ითამაშეს, ახლა კი შვედეთს მოუგეს. თუ მათ თავისუფალ ზონებს მივცემთ, ამას გამოიყენებენ, უკრაინას საშიში შემტევები ჰყავს. ჩვენ მივაღწიეთ ერთ მიზანს, რომელიც დასახული გვქონდა, თუმცა ეს ჯერ ევერესტი არ არის,'' - საუთგეიტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება, მატჩი დღეს რომში გაიმართება.