Belive

მესი: ,,ერთი გოლი პელემდე? ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ეკვადორთან მოგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, ვიცოდით, რომ  დაპირისპირება ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა, რომელსაც მშრომელი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მთავარია, რომ მოვიგეთ და წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. დიახ, მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო, რამაც ხელი შეგვიშალა იმის გაკეთებაში, რაც გვინდოდა, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი საქმე მაინც შევასრულეთ. ერთი გოლი პელემდე? ყოველთვის ვამბობ, რომ ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია, ჩვენ აქ სხვა რაღაცისთვის ვართ. მინდა, რომ მოგება გუნდს მივულოცო.  გვაქვს მიზანი, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ,'' - განაცხადა მესიმ.
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორი 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა. მესის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 76 გოლია, ლეოს ერთი გოლი აკლია იმისთვის, რომ პელეს რეკორდი გაიმეოროს და სამხრეთ ამერიკული ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

სხვა სტატიები