Belive

კიეზა: ,,იტალიასა და ესპანეთს ერთი იდეოლოგია აქვთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ფედერიკო კიეზამ, ესპანეთთან გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ესპანეთი 4-3-3-ით თამაშობს, იტალიის სისტემა კი უფრო დინამიკურია. შეტევისა და დაცვით ფაზაში ჩვენ როლებს ხშირად ვცვლით. იდეოლოგია ერთი გვაქვს: ბურთის ფლობა, მაღალი პრესინგი, მეტოქეზე დომინირების მცდელობა. სპინაცოლს გამო ძალიან ვწუხვარ. ის შესანიშნავ ტურნირს ატარებდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. აქ ყველანი ძმებივით ვართ. ლეონარდოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მორატას ვესაუბრე და ერთმანეთს გატანილი გოლები მივულოცეთ. ის ძალიან მომწონს. როცა ,,იუვენტუსში'' გადავედი, ალვარო ყველაზე მეტად დამეხმარა. ნახევარფინალში მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება,'' - კიეზას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთს შეხვდება. მატჩი სამშაბათს, 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.  

სხვა სტატიები