Belive

სპინაცოლა: ,,ახლა უფრო ემოციური ვარ, ვიდრე იტალიის ნაკრებთან ერთად მატჩისთვის მზადების პროცესში ვიქნებოდი''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა. 28 წლის ფეხბურთელი გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიასთან მიღებული მძიმე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, რის გამოც იტალიელს დაახლოებით ნახევარი წელი გაუცდება.
,,ახლა უფრო ემოციური ვარ, ვიდრე იტალიის ნაკრებთან ერთად მატჩისთვის მზადების პროცესში ვიქნებოდი... აქიდან უფრო მეტ დაძაბულობას ვგრძნობ. საავადმყოფოში მე და ჩემი ოჯახი ვცდილობთ, რომ ყურადღება მხოლოდ დადებითზე გადავიტანოთ. ჩემი თამაში ევროპის ჩემპიონატზე? ნამდვილად მესმოდა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ამიტომ ასეთი ასპარეზობა საოცრებაა. მძიმე ტრავმის შემდეგ, მთავარია, რომ ფეხზე დადგე და საკუთარი თავის რწმენა არასდროს არ დაკარგო, თუმცა ასეთ დროს იღბალია საჭირო. რაც შეეხება ინგლისთან შეხვედრას, იმედი მაქვს, რომ იტალია გაიმარჯვებს, მაგრამ შანსები 50-50-ზეა. ინგლისს სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორიც რაშფორდი, სანჩო და ფოდენი არიან, ახალგაზრდები, მაგრამ ფენომენალურები. ეს თავისთავად მეტყველებს თუ რამდენად ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. რთული მატჩი გველის, მაგრამ შესანიშნავი ნაკრები გვყავს და მოგება შეგვიძლია,'' - სპინაცოლას სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი კვირას, 11 ივნისს, ,,უემბლიზე” გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები