Belive

რიბერი: ,,ფიორენტინასგან მეტ პატივისცემას ველოდი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ფიორენტინას'' ყოფილმა შემტევმა, ფრანკ რიბერიმ, ფლორენციული გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა:
,,ორი წელი ,,ფიორენტინასთან'', გულშემატკივრებთან და ქალაქთან ერთად იყო შესანიშნავი, რადგან, მიუხედავად არაერთი სირთულისა, უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი. ვწუხვარ, რადგან აქ კიდევ ერთი წლის გატარება მინდოდა, მაგრამ ჩემი ბედი ასეთია. ყოველთვის ვცდილობდი, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. ფლორენციაში დარჩენა მსურდა, მაგრამ სიტუაცია მარტივი არ იყო. გუნდი არასდროს არ გამიკრიტიკებია, მასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. სერია ა-ში თამაშს ვისურვებდი, მაგრამ ჩემი მომავლის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მე გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და არ დაურეკავს. ცოტა მეტ პატივისცემას ველოდი, მაგრამ ცხოვრება ასეთია,'' - რიბერის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
რიბერიმ ,,ფიორენტინაში'' 2 სეზონი გაატარა და კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა. ფრანგმა ფლორენციული გუნდის მაისურით სერია ა-ს გასულ სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები