Belive

დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. მსოფლიო ჩემპიონატი მოგვიახლოვდა, ეს მოგება კი ჩვენთვის უდიდესი სტიმულია,'' - განაცხადა დი მარიამ.
კოპა ამერიკის ფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. ამ მხრივ ,,ალბისელესტე” ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები