Belive

კეინი: ,,ვამაყობთ, რომ ინგლისელ ქომაგებს წარმოვადგენთ და, იმედია, ჩვენით ისინიც იამაყებენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, იტალიასთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ფინალამდე მისასვლელი ბარიერები გადავლახეთ, მაგრამ ახლა მოედანზე უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. როცა ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. ახლა მისი მიღწევის შანსი გვაქვს. როდესაც ქუჩაში გულშემატკივრებს ვხედავთ, რომლებიც გვესალმებიან, ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობისაა ეს ფინალი მთელი ქვეყნისთვის. ვამაყობთ, რომ მათ წარმოვადგენთ და იმედი გვაქვს, ჩვენით ისინიც იამაყებენ,'' - კეინის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
ევრო 2020-ის ფინალში ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან, შეხვედრა დღეს ლონდონში, ,,უემბლიზე” გაიმართება.

სხვა სტატიები