Belive

ნეიმარმა მესის კოპა ამერიკის მოგება მიულოცა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვება ყოფილ თანაგუნდელს, არგენტინის ნაკრების კაპიტანს - ლეო მესის მიულოცა:

,,წაგება მტკივნეულია... ეს ის არის, რასთან შეგუებაც ვერ ვისწავლე. წაგების შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ჩასახუტებლად წავედი - ჩემს მეგობართან და ძმასთან, ლეო მესისთან. მოწყენილი ვიყავი და მას ვუთხარი - ,,შენ დამამარცხე!'' სამწუხაროა, რომ წავაგე, მაგრამ ეს ბიჭი საოცარია. ლეოს ძალიან ვაფასებ იმისთვის, რაც მან ფეხბურთისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის გააკეთა. მარცხს ვერ ვიტან! მაგრამ, დატკბი ტიტულით! ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა, გილოცავ, ძმაო!'' - დაწერა ნეიმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
კოპა ამერიკის ფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. ამ მხრივ ,,ალბისელესტე” ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.
View this post on Instagram
 

A post shared by NJ 10 🇧🇷 (@neymarjr)

სხვა სტატიები