Belive

პერესი: "დელ ბოსკემ არ იცის მწვრთნელობა და არც ტაქტიკა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ვისენტე დელ ბოსკე მოხვდა. კასილასისა და რაულის შემდეგ, პერესმა უხეშად ისაუბრა ჟოზე მაურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუსა, ხოლო ახლა კი ვისენტე დელ ბოსკე მოიხსენია ცუდად. El Confidencial-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში პერესი დელ ბოსკეზე დამცინავად საუბრობს
"დელ ბოსკე უნარშეზღუდულია და მეცინება, რომ ერთ დროს იგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მან არ იცის მწვრთნელობა და არც საფეხბურთო ტაქტიკა. ის ნამდვილი სულელია. დელ ბოსკეს არავინ სთავაზობთ მწვრთნელობას, რადგან ყველამ იცის, რომ იგი მწვრთნელი არ არის. დელ ბოსკეს მწვრთნელობა ყველაზე დიდი ტყუილია, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს". 

ასევე იხილეთ – პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”

ასევე იხილეთ - პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური

სხვა სტატიები