Belive

უეფამ 2025 წლის ჩათვლით ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების მასპინძელი სტადიონები დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფამ გუშინ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის რამდენიმე ფინალის ჩატარების ადგილი გამოაცხადა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულის ნაცვლად, პორტუში ჩატარდა, გადაწყდა, რომ ,,ათათურქის ოლიმპიური სტადიონი'' ფინალს 2023 წელს უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალების მასპინძელი სტადიონები მომდევნო 4 წლის განმავლობაში:

  • 2022 - კრესტოვსკის სტადიონი, სანქტ-პეტერბურგი
  • 2023 - ათათურქის ოლიმპიური სტადიონი, სტამბული
  • 2024 - უემბლი, ლონდონი
  • 2025 - ალიანც არენაზე, მიუნხენი


ევროპა ლიგის ფინალების მასპინძელი სტადიონები მომდევნო 4 წლის განმავლობაში:
  • 2022 - რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონი, სევილია
  • 2023 - პუშკას არენა, ბუდაპეშტი
  • 2024 - Aviva Stadium, დუბლინი
  • 2025 - სან მამესი, ბილბაო

🏟️ After the withdrawal of hosting rights for #EURO2020 from Dublin and Bilbao, both cities will host future club competition finals.

2024 #UWCL final: Bilbao Future #UEL finals 🇪🇸 2022: Seville, Spain 🇭🇺 2023: Budapest, Hungary 🇮🇪 2024: Dublin, Ireland 🇪🇸 2025: Bilbao, Spain pic.twitter.com/0wiJm7rrHa — UEFA (@UEFA) July 16, 2021


 

სხვა სტატიები