Belive

კანავარო: ,,დონარუმა უახლოესი 10-15 წლის საუკეთესო მეკარე იქნება, მაგრამ ოქროს ბურთს მესის მივცემდი''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას'' ტრიუმფის შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა:
- ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამიხარდა, რომ ჩემ შემდეგ თასი სწორედ კიელინიმ აღმართა, რადგან ჯორჯო 2006 წლის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. - მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თქვენ ,,ოქროს ბურთი'' მოიგეთ. შესაძლებელია, ასეთი სცენარი კიელინის შემთხვევაშიც გამეორდეს? - ჯორჯომ ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ტურნირის მთავარი ჩემპიონი ჯანლუიჯი დონარუმა იყო. გასაკვირია, რომ ევრო 2020-ის წინ მას ჩვეულებრივ მეკარედ მიიჩნევდნენ. მასში ჩვეულებრივი კი არაფერია - წარმოუდგენელი სიმშვიდით დაწყებული და ასაკით დამთავრებული, ის ხომ მხოლოდ 22 წლისაა... - დონარუმა პსჟ-ში უფასოდ გადავიდა. ეს იტალიური ტოპ გუნდების დაუდევრობაა? - რა თქმა უნდა, რადგან უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ მისი თამაშით ეროვნულ ნაკრებში დავტკბეთ. - მისცემდით წელს დონარუმას ,,ოქროს ბურთს''? - არა, ოქროს ბურთს მესის გადავცემდი. ლეო აბსოლუტურად პირველია, შესანიშნავი კოპა ამერიკის მთავარი მოქმედი პირი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო. ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა.

სხვა სტატიები