Belive

ჰოლანდი დორტმუნდის საჩემპიონო შანსებზე: ,,ვნახოთ, გასულ სეზონში გერმანიის თასი მოვიგეთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბორუსიას'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, მარკო როზესა და დორტმუნდელთა საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:
,,დიახ, ახალ მთავარ მწვრთნელთან მცირე დიალოგი მქონდა. მას აქამდეც ვიცნობდი, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში ,,ზალცბურგში'' ერთად ვმუშაობდით. ის მშვენიერი მწვრთნელია და სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ჯერ კარგი პრესეზონი უნდა გვქონდეს და ერთმანეთი გავიცნოთ. ვნახოთ, გასულ სეზონში გერმანიის თასი მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,'' - განაცხადა ჰოლანდმა.
ჰოლანდი დორტმუდის ,,ბორუსიაში” 2020 წლის იანვარში ,,ზალცბურგიდან” გადავიდა. გასულ სეზონში 20 წლის ფორვარდმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერლინგს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები