Belive

კუმანი ,,ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი მესია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, განაცხადა, რომ ლეო მესი ,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში მთავარი ფავორიტია.
,,მესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის გუნდის კაპიტანი და ყველასთვის მისაბაძი ადამიანია. მიუხედავად რთული სტარტისა, ლეომ გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა. მას კოპა ამერიკის მოგება ძალიან უნდოდა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და გამარჯვებას მიჩვეულია. ჩემთვის მესი ,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში მთავარი ფავორიტია,'' - კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.
მესის ,,ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები