Belive

კრიშტიანუ რონალდუს 10 გამორჩეული კომენტარი ლეო მესის შესახებ

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ვებგვერდი Sportskeeda.com-ი გვთავაზობს ტურინის ,,იუვენტუსისა'' და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს 10 გამორჩეულ კომენტარს არგენტინის ნაკრების კაპიტანზე - ლეო მესიზე:
  • 2020 წელი - ,,მე და ლეოს ჩვენი ცხოვრების 12,13 ან 14 წელი გვაკავშირებს. მასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა და მისთვის, როგორც მტრისთვის, არასდროს შემიხედავს. ასეთ განწყობას პრესა ქმნის. თუ ამის შესახებ მესის ჰკითხავთ, ისიც ამავეს გიპასუხებთ. მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. ცხადია, რომ ჩვენი შეხვვედრის დროს, ხალხი ჩვენს დაპირისპირებაზე ისაუბრებს, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი პრივილეგიაა.
  • 2020 წელი - ,,მესის კარიერით აღფრთოვანებული ვარ, მან კი, თავის მხრივ, უკვე ისაუბრა ჩემი ესპანეთიდან წასვლით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე, რადგან ის ჩვენს მეტოქეობას აფასებდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი დაპირისპირებაა, მაგრამ არა - უნიკალური, მსგავსი რამ ჰქონდა მაიკლ ჯორდანს კალათბურთში, ასევე იყვნენ აირტონ სენა და ალენ პროსტი ფორმულა 1-ში. ეჭვი არ მეპარება, რომ ლეომ უკეთეს ფეხბურთელად მაქცია და - პირიქით... როცა ტიტულებს ვიგებ, ეს მას მოტივაციას მატებს და მეც ასე ვარ.
  • 2018 წელი - ,,ვისურვებდი, რომ ის ერთ დღესაც იტალიაში ჩამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ მესი ჩემსავით მიიღებს გამოწვევას, მაგრამ თუ ლეო ესპანეთში ბედნიერია, ამას პატივს ვცემ. მაკლია თუ არა ის? ალბათ, უფრო მას ვაკლივარ, რადგან მე პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ვთამაშობდი, ის კი კვლავ ესპანეთშია. შესაძლოა, მას უფრო ვჭირდები. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა, მომწონს, როცა ხალხს ვაბედნიერებ. მესი ფანტასტიკური ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ აქ არაფერი მაკლია.
  • 2019 წელი - ,,ჩვენ შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ მე რამდენიმე გუნდში მითამაშია და ჩემპიონთა ლიგაც სხვადასხვა კლუბის მაისურით მაქვს მოგებული. ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ზედიზედ ექვსჯერ გავხდი. უმაღლეს დონეზე ასეთი დაპირისპირება ორ ფეხბურთელს შორის არასდროს მინახავს. არიან მოთამაშეები, რომლებიც ფორმის პიკში მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში არიან და ამას პატივს ვცემ, მაგრამ 10 წელზე მეტი... ასეთი რამ არ მინახავს.''
  • 2018 წელი - ,,რამდენ ფეხბურთელს შეუძლია 10 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს? მათი ჩამოთვლა ერთი ხელის თითებით შეგიძლიათ, სულ ორია - მე და მესი.''
  • 2018 წელი - ,,ფეხბურთელების წინააღმდეგ მტრობა არასდროს მქონია, ეს ჩემს ეთიკას ეწინააღმდეგება. ,,იუვენტუსი'' ყველა თამაშის მოგებას შეეცდება. მესისთან ერთად მშვენიერი გამოწვევები მქონდა, ეს ხალხს მოსწონდა და საინტერესო იყო. თუმცა, ამას მეტოქეობას ვერ ვუწოდებ.''
  • 2017 წელი - ,,მესი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ ჩვენ კოლეგები ვართ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთად უამრავი მომენტი გავიზიარეთ და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთად არ ვსადილობთ, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ. როგორ არ უნდა მომწონდეს ის, ვისაც ცუდი არაფერი დაუშავებია. როცა მესის კრიშტიანუზე ეკითხებიან, ისიც ამას პასუხობს. ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს.''
  • 2012 წელი - ,,ხანდახან ასეთი შედარებები ჩემთვის დამღლელია, ვფიქრობ, მისთვისაც... ფერარისა და პორშეს ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, რადგან მათ განსხვავებული ძრავები აქვთ.''
  • 2009 წელი - ,,ფეხბურთში ერთმანეთს გუნდები უპირისპირდებიან და არა ცალკეული მოთამაშეები. ეს ფინალი ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ბარსელონას'' შორისაა და არა ჩემსა და მესის... ორივე გუნდმა საკუთარი ჩემპიონატის მოგება შეძლო და ვფიქრობ, სანახაობრივი დუელი გველის.''
  • 2015 წელი - ,,არ მანაღვლებს მესი ,,ოქროს ბურთს'' მოიგებს თუ არა. ვიცი, რომ ამას მე არ ვწყვეტ. ბოლო 8 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ - დამისახელეთ სხვა ფეხბურთელი ამ თამაშის ისტორიაში, ვისაც იგივე გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ მე საუკეთესო ვარ. ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რატომ არ ისურვებდა, რომ იმ საქმეში რასაც აკეთებს, საუკეთესო იყოს... მგონია, რომ ამდენს სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მივაღწიე.''

კარიერის განმავლობაში ლეო მესის ანგარიშზე ექვსი ,,ოქროს ბურთია'' (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019), კრიშტიანუ რონალდუს კი ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

სხვა სტატიები