Belive

მარტინესი: ,,ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატი საუკეთესოა, რაც გასაკვირია, რადგან საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან არიან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი ,,საერთაშორისო სუპერთასის'' ჩატარების იდეას გამოეხმაურა, რომელშიც ერთმანეთს კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები უნდა შეხვდნენ:
,,ამ მატჩის ჩატარებას ვისურვებდი: ევროპის ჩემპიონი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის წინააღმდეგ - ეს დაუჯერებელი იქნებოდა. ბევრი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, საუკეთესო ტურნირია. ამბობენ, რომ იქ საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. ამით გაკვირვებული ვარ, ყველამ იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან არიან,'' - მარტინესის სიტყვებს Ole ციტირებს.
კონმებოლი უეფასთან ორი კონტინენტის ჩემპიონის - იტალიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. სამხრეთ ამერიკული მედიის ცნობით, კალენდრის გათვალისწინებით, მატჩის ჩატარება 2021 წელს რთული იქნება, თუმცა მომავალ წელს მისი გამართვა სავსებით რეალურია.

სხვა სტატიები