Belive

გია გეგუჩაძე: "ბატემ მარტივი ფეხბურთი ითამაშა და გამოცდილებით დაგვამარცხა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო ბათუმი" უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში "ბატესთან" მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ უპასუხა.
"ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები არ დაგვიკარგავს. რატომღაც მიიჩნევენ, რომ "ბატე" ძლიერი გუნდი არ არის. ბელარუსული კლუბს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რაც, საბოლოოდ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მატჩში გროცურეკი დაგვაკლდა. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და ჩვენი გუნდის ძალიან მნიშნველოვანია წევრია. გამარჯვება შეგვიძლია და უნდა შევეცადოთ, რომ საპასუხო დაპირისპირებაში შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც მეტოქის მაღალი კლასის დამსახურებაა. ჩემი ფეხბურთელებისგან მომდევნო შეხვედრაში უკეთესს თამაშს ველი. თუ მოვახერხებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს, ეს იქნება დიდი სიურპრიზი "ბატესთვის". ჩვენ მზარდი გუნდი ვართ და გამოცდილება გვაკლია, ეს მატჩები კი ამ ფაქტორით ძალიან მნიშვნელოვანია. არც მე ვარ გამონაკლისი და ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე რაც შეიძლება შორს გასვლაა. ინიციტავიას ვფლობდით და მომენტების შექმნას ვცდილობდით, ხოლო "ბატემ" მარტივი ფეხბურთი ითამაშა. დიდი ენერგია დავხარჯეთ და ბოლო წუთებში დაღლილობა შეგვეტყო," - თქვა გია გეგუჩაძემ..

სხვა სტატიები