Belive

რუბინის სპორტული დირექტორი კვარაცხელიაზე: ,,არანაირი ფულადი შემოთავაზება არ გვაქვს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, მოსკოვის ,,სპარტაკთან'' მოგების შემდეგ, გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,ხვიჩას სანაცვლოდ არანაირი ფულადი შემოთავაზება არ გვაქვს. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით არავის არ მოუმართავს,'' - განაცხადა საიმანოვმა.
გუშინ რუსულ პრესაში დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ,,მილანთან'' კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა მედიამაც გაავრცელა. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები