Belive

მილანს ოფიციალური შეთავაზება არ აქვს - კვარაცხელიათი პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიასაშუალებები Sky Sports Italla-ზე დაყრდნობით წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "მილანში" ტრანსფერი უდიდესი ალბათობით, არ შედგება. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ნახევარმცველის მისამართით ინტერესი ნამდვილად აქვს, თუმცა რუსული კლუბისთვის 20 წლის ტალანტის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ გაუგზავნია. თუმცა, იწერება, პრემიერ ლიგური კლუბის დაინტერესების შესახებ. ვრცელდება ცნობა, რომ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დამატების სურვილი ლონდონის "ტოტენჰემს" აქვს და სავარაუდოდ, ბრიტანულ გრანდსა და "რუბინს" შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რუსულ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დამატებით სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, “მილანი” ინტერესდებოდა. ასევე გავრცელდა ცნობა გერმანული მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ინტერესის შესახებ. წინა სეზონში, კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა. რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში “რუბინმა” 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები