Belive

შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სპეციალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
,,დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან' (UAF) ჩემი კონტრაქტი ამოიწურა. ხუთი წელი გავატარე ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს იყო ურთულესი შრომა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობისთვის UAF-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელ საბჭოს მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს, ყველას, ვინც დაგვეხმარა და ჩართული იყო ამ საქმიანობაში. უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ერთად შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი თამაში შეიძლება იყოს კონკურენტული, პროდუქტიული და ამაღელვებელი!" - ვკითხულობთ ანდრეი შევჩენკოს განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული ნაკრები შევჩენკომ 2016 წელს ჩაიბარა; 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე გუნდი მეოთხედფინალამდე გაიყვანა, თუმცა, ინგლისის ნაკრებთან ანგარიშით 4-0 დამარცხა.

სხვა სტატიები