Belive

ტუხელი: ,,ჩელსი პრემიერლიგის ფავორიტი არ არის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში ,,არისტოკრატთა'' შანსები შეაფასა:
,,სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ ,,ჩელსი'' საჩემპიონო რბოლაში მეოთხეა. ჩვენ ფავორიტები არ ვართ. აუცილებელია, რომ პირველ, მეორე და მესამე გუნდებთან სხვაობა შევამციროთ, ამაზე ვმუშაობთ. პრემიერლიგა ურთულესი ტურნირია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ,,ლივერპულს'', ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' ძალიან არ უნდა ჩამოვრჩეთ. ეს თანდათანობით უნდა გაკეთდეს, კვირიდან კვირამდე. ჩვენ საკუთარ პრობლემებზე საუბარს არ ვერიდებით. ამ მომენტისთვის მეოთხე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეებს გავუსწროთ,'' - განაცხადა ტუხელმა.
ლონდონის ,,ჩელსიმ'' პრემიერლიგის ახალი სეზონი ,,კრისტალ პალასთან'' მოგებით დაიწყო - ტუხელის გუნდმა მეტოქესთან 3:0 იმარჯვა.

სხვა სტატიები