Belive

ტიაგო სილვა: ,,რამოსის პსჟ-ში გადასვლამ დამამწუხრა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მცველმა, ტიაგო სილვამ, სერხიო რამოსის ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,სერხიო რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ,,პარი სენ ჟერმენმა'' მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ის იმავე ასაკში იყო, რომელშიც მე გასულ სეზონში. ამის შესახებ ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან დამამწუხრა, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, გუნდისთვის არაფერი გამიკეთებია. ჩემი წასვლა უკვე წარსულია, მაგრამ ამაზე ბევრს ვფიქრობ. შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, რადგან ,,პსჟ-ში'' 8 წელი გავატარე და არა - 8 დღე ან 8 თვე... მინდა, რომ ,,პარი სენ ჟერმენმა'' ტიტულები მოიგოს, რადგან ეს გუნდი პატივისცემას იმსახურებს. თუმცა, ამავდროულად, მომხდარის გამო მწუხარების განცდაც მაქვს,'' - განაცხადა სილვამ.
ტიაგო სილვა ,,პსჟ-ში'' 2012-2020 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები