Belive

ვერატი: ,,მესი მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პსჟ-ის'' ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, პარიზულ გუნდში ლეო მესის გადასვლაზე ისაუბრა:
,,მესის პსჟ-ში ყოფნა წარმოუდგენელია. სანამ პირადად არ ვნახე, ამის არ მჯეროდა, ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით. შესაძლოა, ლეო არც ისე ბევრს საუბრობს, მაგრამ მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, ეს კი მოედანზე იგრძნობა. ის ნამდვილი ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს. ჩემი აზრით, მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მას სასტარტო მატჩებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება,'' - ვერატის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
მესი ,,პარი სენ ჟერმენს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები