Belive

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ,,რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებას არც განვიხილავ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლექსანდრ პეტრაკოვმა, განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს არ გამოიძახებს:
,,მითხარით, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები რომ გამოვიძახო, გამგლეჯთ, ხო, ასე არ არის? გულწრფელად გეტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახების საკითხს არც განვიხილავ. და იცით რატომ? თებერვალში პანდემიის გამო, სახლში ვიჯექი და ბევრი არ მიმუშავია. ცოლს ვუთხარი, რომ სასეირნოდ მივდიოდი. კიეველი ვარ, ვიფიქრე, რომ, უბრალოდ, ქალაქში ფეხით გავისეირნებდი. მივედი წმინდა მიქაელის ეკლესიასთან, იქიდან ,,დინამოს'' სტადიონამდე კი გზად მუზეუმია. შევედი წმინდა ანდრიას რესტავრირებულ ეკლესიაში, ვნახე სოფიას ტაძარი. მიხაილოვსკის ქუჩის მხარეს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები დავინახე - გოგოები და ბიჭები, იმდენი გვარია, იმდენი სურათი... მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ვერავითარი შერიგება ვერ მოხდება. იქ იმდენი ბავშვი დარჩა, იმდენი დაობლდა... სწორედ ამიტომ - არა! ახლა არავითარ შემთხვევაში არა! გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, მაგრამ ამ მომენტში - არა... ამას ვამბობ პირდაპირ და სრულიად გულწრფელად!'' - განაცხადა პეტრაკოვმა.
 

სხვა სტატიები