Belive

ერლინგ ჰოლანდს გენიალური გოლის გატანამდე მცირედი დააკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მეოთხე ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ნორვეგიამ ნიდერლანდებს უმასპინძლა, სადაც მთავარი დუელი: ერლინგ ჰოლანდი და ვირჯილ ვან დაიკი უპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ერლინგ ჰოლანდმა მატჩის მე-20 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაუტანა ნიდერლანდების ნაკრებს. მისი სიჩქარე, ფიზიკური აღნაგობა და სიძლიერე მას ძალიან დიდ ხიბლს სძენს, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ფოვარდი გახდეს. "Twitter"-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გუშინდელი მატჩიდან ვიდეო ამოიღო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ სისწრაფეს კრეფს ერლინგ ჰოლანდი და რა ელეგანტურად თამაშობს.

ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ რა სისწრაფეს ავითარებს 21 წლის ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავი, როგორ ეხსნება გუნდელს და რა მცირედი აკლდება ულამაზესი გოლის გატანამდე.

სხვა სტატიები