Belive

აგბონლაჰორი: ,,რონალდუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფია და ბომბარდირთა შორის აუცილებლად იქნება''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,ასტონ ვილას'' ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,რამდენიმე ექსპერტის აზრით, რონალდუ ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მას ეს არ სჭირდება, რადგან ახლა სხვა პოზიციაზე თამაშობს - ცენტრალურ თავდამსხმელად და არა - ვინგერად. მოდით, ნუ მოვიტყუებით, კრიშტიანუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჭკვიანურად მოძრაობს ის, მეტოქეს მისი დაჭერა ძალიან გაუჭირდება. პორტუგალიელი საუკეთესო ბომბარდირთა შორის აუცილებლად მოხვდება. თუმცა, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ,,იუნაიტედმა'' პრემიერლიგა მოიგოს? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მათ აკლიათ ნახევარმცველი, რომელიც თამაშს გააკონტროლებს. ,,ჩელსიში'' ასეთი ჟორჟინიოა, ,,სიტიში'' გიუნდოგანი. მგონია, რომ წელს ტიტულისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს,'' - წერს აგბონლაჰორი Talksport-ზე.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,იუნაიტედს” პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები